5
ყოფილი მაღალჩინოსანი, ლაშა ნაცვლიშვილი:
„რასაც ვაკვირდები, პროტესტს სათავეში უდგანან იდიოტები, მავნებლები ან მავნებელი იდიოტები, რადგან ისინი ხელისუფლებას ნულოვანი ჯამის თამაშს სთავაზობენ, რის შედეგადაც თვითონვე ინულებენ თავს.
ნახეთ, როგორ არის ფორმულირებული მათი ძირითადი მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ, რაშიც, სამწუხაროდ, ხალხის ნაწილიც აიყოლიეს:
შენ უნდა ჩაატარო ახალი არჩევნები და წააგო!
ანუ შენი ნებით უნდა გადმომცე ხელისუფლება!
ეს მიდგომა – ანტაგონისტური, ანუ ნულოვანი ჯამის თამაშია, რომელიც კომპრომისის სივრცეს არ ტოვებს და რომელიც თამაშების (თამაშთა) თეორიის სახელით ცნობილი მათემატიკური მეთოდის თანახმად, შეუძლებელია, კრახით არ დასრულდეს.
ეს რომ ასეა და არა სხვანაირად, მზია ამაღლობელის საქმესთან დამოკიდებულებაშიც კარგად ჩანს – ბრალდებულის უპირობო გამოშვების მოთხოვნით არ იფარგლებიან, პარალელურად დაზარალებულის დაჭერას ითხოვენ. ესეც ნულოვანი ჯამის თამაშია.
შესაბამისად, პროტესტის ალგორითმია ასეთი და არა საყმაწვილო მაქსიმალიზმით გამოწვეული “აღმსრულებლის ექსცესი”, რაც ზემორე ვერდიქტის მართებულობას ადასტურებს: იდიოტები, მავნებლები ან მავნებელი იდიოტები.
პ.ს. ეს ტალღა თუ მავნებლებს და იდიოტებს ჩარეცხავს, ძალიან კარგია, რადგან გამოთავისუფლდება ადგილი, გაჩნდება სივრცე და იქნებ, ეღირსოს ჩვენს ქვეყანასაც ნორმალური და პასუხისმგებლიანი ოპოზიცია.“