რას ამბობს ღარიბაშვილის შვილი გავრცელებულ ინფორმაციაზე

6 days ago 7

მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ღარიბაშვილს პენსილვანიის უნივერსიტეტი დაატოვებინეს(მთავარი არხი), ,,იმედთან” ასე პასუხობს ღარიბაშვილის შვილი:

„ახლა ზამთრის შესვენება გვაქვს და გუშინ ჩამოვედი თბილისში ჩემს ოჯახთან 1 თვით, ისე როგორც შარშან ამ დროს ვიყავი ჩამოსული და ასევე, წელს ზაფხულის არდადეგებზე. არ ვიცი, ვის რაში სჭირდება მსგავსი სიცრუის გავრცელება. უნივერსიტეტში სწავლას ვაგრძელებ და როგორც კი ახალი სემესტრი დაიწყება, პენსილვანიაში გავემგზავრები, ყველას ვუსურვებ წარმატებებს!“, – განაცხადა „იმედთან“ ნიკოლოზ ღარიბაშვილმა.

სრულად წაკითხვა