რატი ანდრონიკაშვილი კარიერას მონბუს ობრადოიროში გააგრძელებს

2 weeks ago 13

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. 23 წლის გამთამაშებელს, რომელიც სანაკრებო ფანჯრამდე რიგის ვეფ-ში 3-კვირიანი კონტრაქტით იყო, მონბუს ობრადოიროში იასპარეზებს.

ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე კლუბმა ქართველ გამთამაშებელს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმა. ანდრონიკაშვილის შესახებ კლუბის ოფიციალურ გვერდზე შემდეგი კომენტარი დაიწერა.

ანდრონიკაშვილი გამთამაშებლის პოზიციაზე თამაშობს, მისი მოწვევა კი იმ პრობლემას უკავშირდება, რაც ტომს ლეიმანისისა და ტომეუ რიგოს ტრავმებმა გამოიწვია. ის რიგის ვეფ-იდან შემოგვიერთდა, რომლის რიგებშიც ბოლო პერიოდში ირიცხებოდა და საშუალოდ 8.3 ქულას, 4.7 მოხსნასა და 2.7 პასს აგროვებდა.

- წერია განცხადებაში.

ესპანეთის მეორე ლიგას Primera FEB-ი ეწოდება და იქ ობრადოირო გასული სეზონის შემდეგ დაქვეითდა. გუნდმა მე-17 ადგილი დაიკავა და უმაღლესი ლიგა დატოვა. მიმდინარე სეზონში ობრადოირო მონბუსი მე-6 ადგილზეა. გუნდს 6 მოგება და 3 მარცხი აქვს, შენდეგ შეხვედრას კი 5 დეკემბერს, სტუმრად პალენსიასთან ჩაატარებს.

სრულად წაკითხვა