რაში არ ეთანხმება ირაკლი რუხაძე „ქართულ ოცნებას“

23 hours ago 4

ხელისუფლების მხარდამჭერი „იმედის“ მფლობელი, ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ რიგ საკითხებში „ქართულ ოცნებას“ არ ეთანხმება.

15-წუთიან განცხადებაში რუხაძემ ირაკლი კობახიძისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისმა სიტყვებმა „ვნებათა ღელვა“ გამოიწვია. გიორგი ისაკაძემ, „ბიემჯის“ დამფუძნებელმა განაცხადა, რომ ამ შეხვედრაზე ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული სწორედ რუხაძე იყო.

იგი ამბობს, რომ მას სჯერა „ოცნების“ განცხადებების საქართველოს ომში ჩათრევის შესახებ, თუმცა მმართველი პარტიის რიგ გადაწყვეტილებებს — მაგალითად, პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევას, არ ეთანხმება.

„ვთქვი სიტყვა, რომელმაც გამოიწვია ვნებათა ღელვა. პრემიერმა მოყვა, სად ვართ უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე. ამას მე დიდწილად ვეთანხმები, თუმცა ყველა ნიუანსს არა.

მე უბრალოვ ვთქვი, რომ ეს ისტორია არის ძალიან რთული და ის რომ გულისყურით გისმენდით, არ ნიშნავს, რომ ყველას გვესმის ან ყველანი ვეთანხმებით. მოკლედ — უკრაინაში დაიწყო ომი, საქართველოს თხოვეს მასში ჩართვა, საქართველომ უარი თქვა დიდი სანქციების დაწესებაზე, ამას მოყვა დიდი ცუნამი საქართველოს მთავრობაზე დასავლეთის ქვეყნებიდან.

ამის შემდეგ, გვითხრეს, განაცხადი შემოიტანეთ ევროკავშირის წევრობაზეო. აქამდე გვეუბნებოდნენ, არ შემოიტანოთოო. ომი რომ დაიწყო, უცებ დაგვაჯილდოვეს. როგორც ველოდით, უარი გვითხრეს. [..]

პრემიერმა საკმაოდ რთული და გრძელი ისტორია მოჰყვა. მე ვთქვი, რომ თუ პირველი ნაწილის არ სჯერა ადამიანს, ომში ჩაბმაზე, მაშინ ყველაფერი სხვა საგიჟეთია. ეს იყო ჩემი გამოსვლის მთავარი ნაწილი.

მე ვთქვი, რომ მთავრობა უნდა იყოს ფხიზლად და არ დაუშვას შეცდომები — მაგალითად, ნოემბრის განცხადება, როცა გიწევს ერთ საათში შეცვლა. ამდენი ხანია ვისმენთ, რა თქვა პრემიერმა. ასევე ვთქვი, რომ ბევრად უკეთესი იქნებოდა, უფრო გამაერთიანებელი ადამიანი ყოფილიყო არჩეული პრეზიდენტად, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად მუშაობდა, ვიდრე ხალხის ძალა“, — განაცხადა მან.

სრულად წაკითხვა