“რა გვესპექტაკლება? რა გვენაძვისხეება? რა გვეშველება?“ –რუსკა მაყაშვილი

1 week ago 10

მსახიობი და ტელეწამყვანი, რუსკა მაყაშვილი, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია “იმედი“ დატოვა, სოციალურ ქსელში წერს, რომ ახლა როცა ქვეყანაში მძიმე ვითარებაა, არც სპექტაკლების და არც ნაძვის ხის დრო არ არის:

“რა გვესპექტაკლება? რა გვენაძვისხეება? რა გვეშველება?“ – წერს რუსკა მაყაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ რუსკა მაყაშვილმა ტელეკომპანია “იმედი“ გასულ კვირას დატოვა. როგორც ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში წერდა, ყველაფერს საზღვარი აქვს და ამდენი ტყუილი საკმარისია.

“ვტოვებ ტელეკომპანია იმედს. ძალიან ბევრი მიზეზია იმისა, აქამდე ეს რატომ არ გავაკეთე. თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი. მორჩა საკმარისია ამდენი ტყუილი“, – დაწერა მსახიობმა სოციალურ ქსელში.

სრულად წაკითხვა