“რა, სად, როდისა” და “წიგნების თაროს” მონაწილეების საპროტესტო მსვლელობა

1 week ago 5

“რა? სად? როდის?” და “წიგნების თაროს” მოთამაშეები და მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან და საპროტესტო მარშით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. მათი მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარება, რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება და ევროპული გზაზე დაბრუნებაა.

“წიგნების თაროს” მოთამაშისა და აქციის მონაწილის განცხადებით, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ ადამიანებს ბევრად მეტი ინტელექტი აქვთ, ვიდრე არალეგიტიმურ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ან ნებისმიერ პარლამენტარს.

“მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ისტორიაში ვერ შევა, როგორც მე-6 პრეზიდენტი, გამორიცხულია, ანულირდება ეს ყველაფერი. ეს პროცესი იყო არალეგიტიმური, ის არ არის საქართველოს პრეზიდენტი. მის ინტელექტთან დაკავშირებით, როგორ შევაფასო. ცარიელი სიმრავლის შეფასება ცოტა რთულია.

ამ კონტექსტში ჩვენი გადარჩენის გზა არის ევროპული გზა, რაც ნიშნავს დემოკრატიულ განვითარებას იმიტომ, რომ სხვანაირად ჩვენ ვერ გადავრჩებით,” – განაცხადა აქციის მონაწილემ. 

სრულად წაკითხვა