მადრიდის „რეალმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ დანი სებალიოსის გუნდიდან წასვლის საკითხი დახურულია.
კლუბმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ესპანელი ნახევარმცველის მიმართ და აღნიშნა, რომ ის „თეთრების“ პროექტის მნიშვნელოვან ნაწილად რჩება.
კლუბის შიგნით სებალიოსის მიმართ ნდობა უცვლელია. ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო მცირე სათამაშო დრო ჰქონდა, მაგრამ ხელმძღვანელობა და კარლო ანჩელოტი დარწმუნებულნი არიან, რომ სებალიოსი კვლავ შეძლებს გუნდისთვის მნიშვნელოვანი როლის შესრულებას.