რესპირატორები სამშენებლო მაღაზიებში აღარ იყიდება

2 weeks ago 14

რესპირატორები და აირწინაღები, რომელსაც ბოლო ექვსი დღეა დემონსტრანტები აქციაზე გაშვებული ცრემლმდენი აირის საწინააღმდეგოდ იყენებენ, დიდ სამშენებლო მაღაზიებში აღარ იყიდება. აირწინაღები აღარ იყდება არც ჰიგიენისა და საყოფაცხოვრებო მაღაზიებში.

დამცავი საშუალებები არ იყიდება საქართველოს დიდ სამშენებლო ჰიპერმაკეტებში: „გორგიაში“, „დომინოში“, „ნოვასა“ და „მიჰაუსში“. გასული დღეების განმავლობაში სხვდასხვა სახის აირწინაღები იყიდებოდა ამ ჰიპერმარკეტებში.

ოფიციალური მიზეზი არსებული მარაგების ამოწურვაა. თუმცა ეს ფაქტი დროში ემთხვევა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს. პოლიციამ პოლიტიკური პარტია „დროას“ ოფისიდან პიროტექნიკა, მეგაფონები და გამათბობლები ამოიღეს.

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა