რომელი ქვეყნებიდან გადმოირიცხა აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა?

1 month ago 24

აგვისტოში საზღვარგარეთიდან საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები უმნიშვნელოდ შემცირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ზაფხულის ბოლო თვეში უცხოეთიდან 291 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც ივლისის მაჩვენებელს (298 მილიონი დოლარი) 2,5%-ით ჩამოუვარდება.

ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი აგვისტოში აშშ-დან შემოვიდა (50,8 მილიონი დოლარი, მთელი მოცულობის 17,1%), რომელსაც უმნიშვნელოდ ჩამორჩება იტალია (49,2 მილიონი, 16,9%), მესამე ადგილზე კი რუსეთის ფედერაციაა (42,6 მილიონი, 14,6%).

ფულადი გზავნილების მიხედვით ქვეყნების TOP-ათეული:  

  1. აშშ – 50.8 მლნ აშშ დოლარი
  2. იტალია – 49.3 მლნ აშშ დოლარი
  3. რუსეთი – 42.6 მლნ აშშ დოლარი
  4. გერმანია – 25.4 მლნ აშშ დოლარი
  5. საბერძნეთი – 22.4 მლნ აშშ დოლარი
  6. ისრაელი – 19.8 მლნ აშშ დოლარი
  7. ყაზახეთი – 9 მლნ აშშ დოლარი
  8. თურქეთი – 8.7 მლნ აშშ დოლარი
  9. ყირგიზეთი – 7.9 მლნ აშშ დოლარი
  10. ესპანეთი – 7.6 მლნ აშშ დოლარი

რაც შეეხება გადარიცხვებს საქართველოდან, აგვისტოში საქართველოდან სხვა ქვეყნებში 33 მილიონი დოლარი გადაირიცხა, აქედან ყველაზე მეტი – თურქეთში (7 მილიონი), აზერბაიჯანსა (4,7 მილიონი) და რუსეთში (3,8 მილიონი).

სრულად წაკითხვა