რუსეთმა კურსკში ჩასვლის გამო 14 უცხოელი ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე აღძრა

2 weeks ago 15

"რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა" ორშაბათს განაცხადა, რომ 17 აგვისტოს შემდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა იმ 14 უცხოელი ჟურნალისტის წინააღმდეგ, ვინც კურსკის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.

აგვისტოს დასაწყისში უკრაინის ჯარი რუსეთის კურსკის რეგიონში შეიჭრა და იქ დღემდე ათობით დასახლებას აკონტროლებს.

"ეფ-ეს-ბემ" განაცხადა, რომ გასასამართლებელ ჟურნალისტთა სიაში ბოლოს დაამატეს "France 24"-ისა და შვეიცარული CH მედიის ჟურნალისტები.

უკრაინის მიერ ქალაქ სუჯის შემოგარენის აღების შემდეგ, აგვისტოს შუა რიცხვებში, უცხოურ მედიასაშუალებათაგან იტალიის სახელმწიფო მაუწყებელი RAI იყო პირველი, ვინც ამ ტერიტორიაზე შევიდა. მას შემდეგ უკრაინელთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სხვა უცხოეული ჟურნალისტებიც შევიდნენ.

რუსეთის კანონმდებლობით, ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.

სრულად წაკითხვა