რუსული თავდასხმების შედეგად, უკრაინა ელექტროენერგიის იმპორტის რეკორდულ ზრდას გეგმავს

5 days ago 10

ოთხშაბათს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა თქვა, რომ ქვეყნის ენერგოსისტემაზე რუსეთის ბოლოდროინდელი თავდასხმებით ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანების შემდეგ, უკრაინა რეკორდული მოცულობით ელექტროენერგიის იმპორტს გეგმავს. მინისტრმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ შესაძლოა ღამის საათებში ენერგიის დეფიციტი მაინც იგრძნობოდოეს.

მოსალოდნელია, რომ ოთხშაბათს იმპორტი 23,692 მეგავატ/საათამდე გაიზრდება. სამშაბათის პიკი 21,072 მეგავატ/საათი იყო, ორშაბათის კი 19,484.

„დღეს, უკრაინის თხოვნით, პოლონეთიდან, რუმინეთიდან და სლოვაკეთიდან ელექტროენერგიის საგანგებო მოწოდება უკვე განხორციელდა. მოსალოდნელია, რომ საგანგებო დახმარება დღის განმავლობაში გაგრძელდება. შესაძლოა ენერგიის ნაკლებობა საღამოსაც მოხდეს“, თქვა მინისტრმა თავის განცხადებაში.

ეროვნული ენერგოქსელის ოპერატორმა „უკრენერგომ“ ცალკე განცხადებაში თქვა, რომ უკრაინამ ელექტროენერგიის იმპორტი შესაძლოა პოლონეთიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან, უნგრეთიდან და მოლდოვიდან მოახდინოს.

უკრაინის ენერგოსექტორზე რუსული სარაკეტო და დრონებით თავდასხმები მარტის შემდეგ გაძლიერდა. ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშენკომ განაცხადა, რომ თავდასხმებმა სექტორს 1 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ზიანი მიაყენა და ენერგო სისტემამ 8,000 მეგავატ/საათი გენერაციის შესაძლებლობა დაკარგა.

უკრაინის უდიდესმა ენერგო კომპანია DTEK-მა ამ კვირაში განაცხადა, რომ ბოლო კვირებში რუსული სარაკეტო თავდასხმების შედეგად ელექტრო გენერაციის 90 პროცენტი დაკარგა.

უკრაინის ენერგომოხმარების ზამთრის პიკი 19,000 მეგავატ/საათს აღწევს.

ენერგეტიკის სამინისტრომ ენერგიის გათიშვების თვიდან ასაცილებლად მოსახლეობას და საწარმოებს მოხმარების შემცირება სთხოვა.

სრულად წაკითხვა