საბა სხვიტარიძის მკაცრი რეჟიმის ციხეში და ანტისანიტარიაში მოთავსებას შურისძიებას ვუკავშირებთ – ადვოკატი

2 weeks ago 9

1

დაკავებული აქტივისტი საბა სხვიტარიძე ცოტა ხნის წინ მისმა ადვოკატმა მოინახულა. ინტერესების დამცველი ამბობს, რომ სხვიტარიძე სხვა დაკავებულებივით გლდანის საპატიმროში არ გადაუყვანიათ და ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში, რუსთავი N 6 დაწესებულებაში გაამწესეს.

ადვოკატი ასევე საკანში არსებულ ანტისანიატარიაზე საუბრობს და ამბობს, რომ ის კონკრეტული საკანი, რომელშიც საბა სხვიტარიძეა მოთავსებული, საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. ინტერესების დამცველი ამბობს, რომ უკვე მიმართა ომბუდსმენს, რომელსაც სთხოვა ის პირობები მოინახულოს, რომელშიც ახლა დაკავებული აქტივისტი იმყოფება.

დღეს მოვინახულე საბა რუსთავის N 6 პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც არის მკაცრი რეჟიმის დაწესებულება. მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ და მხოლოდ საბა არის ამ აქციებზე დაკავებული, რომელიც იმყოფება ამ ადგილზე და ჩვენთვის გაურკვეველია რატომ. მე ვითხოვ, რომ იუსტიციის მინისტრმა გააკეთოს განცხადება, რა მიზეზით მოხდა ეს. ასევე შევატყობინე სახალხო დამცველს და დაუყოვნებლივ მოვითხოვე საბასთან ვიზიტი და მათ შორის, ამ კონკრეტულ საკანში ვიზიტი, ვინაიდან ამ საკანში არის ანტისანიტარია და არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, მისივე განმარტებით. სახალხო დამცველისგან მივიღე პირობა, რომ საბას მოინახულებენ და მოხდება ამ კონკრეტული საკნის მონახულებაც. პირველი შემთხვევაა, რომ ბრალდებული მოათავსეს არა გლდანის მე-8 დაწესებულებაში, არამედ რუსთავის და მეც და საბაც ამას ვუკავშირებთ შურისძიებას. მივმართავ ყველა შესაბამის ორგანოს, დაუყოვნებლივ მოახდინონ ამაზე რეაგირება, ვინაიდან ეს არის შურისძიების საფუძველი და მინიმუმ, ეს აზრები რომ გაფანტონ, დაასაბუთონ, რატომ იქცევიან ასე, დაუყოვნებლივ გააკეთონ განცხადება. რაც შეეხება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, კიდევ ერთხელ ვამბობ, დროულად დაიწყეთ გამოძიება საბასთან დაკავშირებით. ამოიღეთ კამერები დიღმის განყოფილების, თუ როგორ შედიან ნიღბიანი ადამიანები განყოფილებაში. იქამდე, სანამ წაიშლება. ჩვენ მოგმართავთ, რომ ესენი შეინახოთ, თუ უკვე წაშლილი არ არის. აქედანვე საჯაროდაც მოგმართავთ, რომ არ დაუშვათ იმ ძველი დროის დაბრუნება, რომელიც ქართველ ხალხს აღარ უნდა, – ამბობს ირაკლი ჩომახაშვილი.

სრულად წაკითხვა