„საბა 2024“-ის გამარჯვებულები ცნობილია

4 days ago 4

ლიტერატურული კონკურსის, „საბა 2024“-ის გამარჯვებულები ცნობილია. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ფულად ჯილდოებს მიიღებენ არამხოლოდ გამარჯვებულები, არამედ ფინალისტებიც.

საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო ლიტერატურული კონკურსის, „საბას“ 22-ე დაჯილდოება არ ჩატარდა.

„საქართველოში შექმნილი ვითარების ფონზე, წელს „საბას“ საზეიმო დაჯილდოება არ ჩატარდება. იმედი გვაქვს, რომ მომავალი, 23-ე „საბას“ გამარჯვებულებს საზეიმო დაჯილდოებაზე გამოვავლენთ თავისუფალ, ევროპულსა და დემოკრატიულ საქართველოში. სოლიდარობას ვუცხადებთ საპროტესტო აქციების დროს დაშავებულ და უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეებს“, - წერია განცხადებაში.

ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: პროზაიკოსი ბიძინა მაყაშვილი; პოეტი პაატა შამუგია; მთარგმნელი თამარ ჯაფარიძე; ლიტერატორი გვანცა ჩხენკელი და პოეტი ლია ლიქოკელი, განიხილა 250-მდე წიგნი და გამოავლინა ათ სხვადასხვა ნომინაციაში 11 გამარჯვებული:

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი: აინე მერმე, „ეუარა“ (ინდიგო);

წლის საუკეთესო კრიტიკა: ნონა კუპრეიშვილი, „საშიში ინტერპრეტაციები“ (გამომცემლობა ინტელექტი);

წლის საუკეთესო პიესა: გიორგი მაისურაძე, „ლეთე“ (ინდიგო);

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა: ზაზა ბურჭულაძე, „ჩემი სიმღერა“ (სულაკაურის გამომცემლობა);

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს მიერ დაწესებული ჯილდო საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში: ლაშა ბუღაძე, „საქართველოს სახელით“ (სულაკაურის გამომცემლობა);

წლის საუკეთესო ქართული თარგმანი: ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე, სიუზენ ზონტაგის „ფოტოგრაფია“ (გამომცემლობა დიოგენე);

წლის საუკეთესო პროზაული კრებული: მარი ბექაური, „ორ ზღვას შუა“ (სულაკაურის გამომცემლობა);

წლის საუკეთესო პოეტური კრებული: ბესიკ ხარანაული, „ეს საქართველოა“ (გამომცემლობა ინტელექტი);

ნომინაციაში „წლის საუკეთესო რომანი“ წელს ორი გამარჯვებული გამოვლინდა: ბესო სოლომანაშვილი, „ლუმპენ მილენიუმი“ (სულაკაურის გამომცემლობა) და დავით ქართველიშვილი, „მეგაპოლისი და ფიზიკური პირები“ (გამომცემლობა პალიტრა L);

ქართულ ენასა და ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო გადაეცემა ენათმეცნიერსა და ფილოლოგს, მზექალა შანიძეს.

სრულად წაკითხვა