WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სააგენტო "პარალელი"
“საგარეო კონტექსტის გათვალისწინებით ძალიან ვეჭვობ, რომ გარიგება კვლავ შედგეს ძალაუფლების ამ აქტორებს შორის” – ლელა ჯეჯელავა

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა და კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს ხელისუფლებაზე, ეკლესიასა და კრიმინალზე::

“არაერთგზის მითქვამს საჯაროდ, რომ ივანიშვილს ამდენი ხანი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და სახელმწიფოს ნაცვლად ამ კრიმანალურ-მაფიოზური სინდიკატის შესაქმნელად დასჭირდა ძალაუფლებაში ჩაეზიარებინა კრიმინალი და ეკლესია, რომელთაც ლომის წვლილი შეიტანეს ოპოზიციის განადგურებაში.

როდესაც პოლიტიკური ველის მოსუფთავების ამოცანა თითქმის გადაწყვეტილია, ამ დროს აირია ქუჩაც და მონასტერიც.

საგარეო კონტექსტის გათვალისწინებით ძალიან ვეჭვობ, რომ გარიგება კვლავ შედგეს ძალაუფლების ამ აქტორებს შორის. როგორ არ შევაქო, ივანიშვილის მრჩევლები, ვინც ეს ყველაფერი ურჩია?!😊” – წერს ლელა ჯეჯელავა სოციალურ ქსელში.

“საგარეო კონტექსტის გათვალისწინებით ძალიან ვეჭვობ, რომ გარიგება კვლავ შედგეს ძალაუფლების ამ აქტორებს შორის” – ლელა ჯეჯელავა
პარალელი