საკუთარი ფეხბურთელები გალანძღა - კონტე ძალიან უკმაყოფილოა

7 hours ago 3

ჯენოასთან სტუმრად განცდილი მარცხის (2:1) შემდეგ, ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ საკუთარი ფეხბურთელები მკაცრად გააკრიტიკა.

"არ ვიცი, მეორე ტაიმში ჯენოა შეიცვალა თუ ჩვენ, მაგრამ რაღაც ისე აღარ კეთდებოდა, როგორც პირველში...

ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ თუ სულ ცოტა ამბიცია მაინც აქვთ, უნდა შეიცვალონ და სრული კონცენტრაცია ჰქონდეთ მთელი თამაშის განმავლობაში

", - განაცხადა კონტემ.

შეგახსენებთ, 17 ტურის შემდეგ ნაპოლი 38 ქულით მე-2 ადგილს იკავებს და უშუალო კონკურენტ ატალანტას 2 ქულით ჩამორჩება.

სრულად წაკითხვა