როგორც მოგეხსენებათ, UFC 318-ზე არმან ცარუკიანი ისლამ მახაჩევს დაუპირისპირდება.
ამავე ქარდზე მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამარს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს.
არმანმა სოციალურ ქსელში ქართველებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია გააჟღერა:
“ქამარს რომ მოვიგებ პირველი საქართველოში ჩავიტან”. - განაცხადა ცარუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ არმანის ნათესავები საქართველოში ცხოვრობენ.