პრემიერ-მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის შესახებ.
“სალომე ზურაბიშვილი აღარაა საინტერესო. პრეზიდენტის თანამდებობაზე მას ორი კვირაც აღარ აქვს დარჩენილი. 29 დეკემბრიდან მთლიანად დაკარგავს აქტუალობას. შესაბამისად, მის ამ აქტივობებზეც არ მინდა განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება“,– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა. მან ევროპარლამენტარებს საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მიაწოდა ინფორმაცია.