WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოში სამეცნიერო კვლევებში 2025 წელს 69 დაწესებულება იყო ჩართული. კვლევებისა და ექსპერიმენტების ჯამურმა ხარჯებმა ₾282 მლნ შეადგინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელს 16%-ით აღემატება. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.

კვლევებსა და დამუშავებებზე დასაქმებულთა რიცხოვნობა 2.2%-ით 16 552-მდე გაიზარდა საიდანაც 14 390 მკვლევარია. მკვლევრების 55.1% ქალია, ხოლო 44.9% – კაცი.

მკვლევართა 67.5% არის დოქტორი ან მასთან გათანაბრებული, 29.8% – მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული, 2.7% – ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული.

სფეროების მიხედვით, კვლევებში ყველაზე მეტი 3250 ადამიანი (22.6%) სოციალური მეცნიერების მიმართულებითაა ჩართული.

მკვლევრების ყველაზე დიდი ნაწილი 22.6% სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მუშაობს, მეორე ადგილზე 22.1%-ით ჰუმანიტარული მეცნიერებებია, ხოლო მესამეზე 18.9%-ით საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.