სამოქალაქო აქტივისტის, დოდი ხარხელის სახლთან პოლიციაა მობილიზებული

2 weeks ago 9

სამოქალაქო აქტივისტის, დოდი ხარხელის სახლთან პოლიციაა მობილიზებული, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ცოტა ხნის წინ მივიდნენ.

ინფორმაციას ხარხელის ქმარი, ლევან წიკლაური ავრცელებს.

მისივე ცნობით, შსს ეუბნება, რომ სახლში იძულების წესით შევა.

დოდის იჭერენ. სახლთან შსს-ა მოსული. სიმონ ჩიქოვანის 20, პირველი სადარბაზო. შსს მეუბნება, რომ იძულების წესით შემოვა” – წერს წიკლაური.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დოდი უკვე დააკავეს, სახლში კი არასრულწლოვანია, რომელთან ბიძასაც არ უშვებენ.

სრულად წაკითხვა