1
სანდრო ბუკია თავისუფალია, თუმცა ოჯახის თქმით, მას მრავლობითი დაზიანებები აქვს, თავის, სახისა და სხეულის არეში.
დაკავებულის დედა ამბობს, რომ სანდროს ეპილეფსია აქვს და ამის შესახებ ნიღბიანებს უთხრა, თუმცა მათ ეს არ გაითვალისწინეს და მაინც დააკავეს 19 წლის ბიჭი.
როგორც სანდროს ბიძამ განაცხადა, ახალგაზრდა არის ძალიან მძიმედ ნაცემი და მთლიანი სხეული აქვს დაბეჟილი.
ბიძის თქმით, სანდრო აქციაზეც არ იმყოფებოდა. ის და დედამისი, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდნენ და სახლში ბრუნდებოდნენ, რა დროსაც სპეცრაზმმა სანდრო გაიტაცა.
ვიცოდი,რომ იქ იყვნენ ისინი იქ ადგილზე მუშაობდნენ, ერთი ”რედისონში” მუშაობას, მეორე ჩაის სახლში. შესაბამისად, მიმდინარე ტერიტორიაზე ისედაც იყვნენ, მომწერა, რომ სანდრო გამტაცესო. გზიდან უკვე მე სანამ მივედი, სადაც გადაიყვანეს, ეს იყო კახეთის გზატკეცილზე არსებული პატრულის შენობიდან, გამოიყვანეს, დამხვდა უკვე გათავისუფლებული ხელწერილის საფუძველზე. თუ არ ვცდები წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ, დეტალებს არ ჩავძიებივარ. რაზეც ხელს აწერინებდნენ სანდრომ არ მოაწერა ხელი. არაფერ კავშირში არ იყო, ეკითხებოდნენ პირბადე რატომ გაქვს. სანდრო არის ძალიან, ძალიან მძიმედ ნაცემი. მისი ფიზიკურობიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე ძალიან საშიში იყო, იმიტომ რომ მთლიანი სხეული აქვს დაბეჟილი”, – ამბობს სანდრო ბუკიას ბიძა.
შეგახსენებთ, გუშინ საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირზე 19 წლის სანდრო ბუკია დააკავა და შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.