NBA-ში გუშინ ღამით ორმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა, სანდრო მამუკელაშვილმა და გოგა ბითაძემ და სამწუხაროდ, ორივეს გუნდი დამარცხდა.
მამუკელაშვილის სან ანტონიო საკრამენტოს შეხვდა და 27 ქულის სხვაობით წააგო, - 113:140. სანდრომ პარკეტზე 17 წუთი გაატარა, რა დროშიც მან 8 ქულა, 6 მოხსნა და 1 ასისტი მიითვალა.
რაც შეეხება გოგა ბითაძეს, მისი ორლანდო ფილადელფიასთან ბრძოლაში დიდი ხნით დარჩა, თუმცა საბოლოოდ მაინც წააგო, - 102:94. ბითაძე 25 წუთი ათამაშეს, ამ დროში კი ქართველმა ცენტრმა 9 ქულა, 4 მოხსნა და 2 ასისტი აიღო.
აღმოსავლეთ კონფერენციაში ორლანდო მესამე ადგილს იკავებს, დასავლეთში კი სან ანტონიო მე-11 ადგილზეა.