“საოცარი ისაა, რომ ორივე მხარე ამბობს: მე მინდა ევროპისკენ და მაინც ებრძვიან ერთმანეთს“- მერაბ კოკოჩაშვილი

2 weeks ago 5

ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­ჟი­სო­რი მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი Ambebi.ge-თან ამ­ბობს, რომ და­პი­რის­პი­რე­ბამ, რო­მე­ლიც ახლა სა­ქარ­თვე­ლო­შია, შე­იძ­ლე­ბა უაღ­რე­სად მძი­მე სი­ტუ­ა­ცია შექ­მნას ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და მთე­ლი ჩვე­ნი ხალ­ხის­თვის.

“და­პი­რის­პი­რე­ბამ, რო­მე­ლიც ახლა სა­ქარ­თვე­ლო­შია, შე­იძ­ლე­ბა უაღ­რე­სად მძი­მე სი­ტუ­ა­ცია შექ­მნას ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და მთე­ლი ჩვე­ნი ხალ­ხის­თვის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და მათი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის (ოპო­ზი­ცი­ის) ქმე­დე­ბა უნდა იყოს ადა­მი­ა­ნურ ფიქრზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და არა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ძა­ლა­ზე და არა­მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე. ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ და მხო­ლოდ ურ­თი­ერთ სა­უბ­რით, და­ფიქ­რე­ბით, გარ­კვე­უ­ლი დათ­მო­ბე­ბით და სა­კუ­თა­რი პრინ­ცი­პის სრუ­ლი­ად ნათ­ლად გახ­სნით უნდა დას­რულ­დეს.

სა­ო­ცა­რი ისაა, რომ ორი­ვე მხა­რე ამ­ბობს: მე მინ­და ევ­რო­პის­კენ! და ამ დროს ებ­რძვი­ან ერ­თმა­ნეთს და ისეა და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რომ ამან შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნოს უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა, ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლოს, თუკი ჩვენ ოდეს­მე გვი­ჭირ­და და ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ხში­რად გვი­ჭირ­და, ყო­ველ­თვის ასე ხდე­ბო­და, შიდა და­პი­რის­პი­რე­ბას მოჰ­ყვე­ბო­და ხოლ­მე ძლი­ე­რი ძა­ლის გა­რე­დან გა­აქ­ტი­უ­რე­ბა - და დღეს ამის­თა­ნა ძალა არის უამ­რა­ვი მსოფ­ლი­ო­ში, რო­გორც ევ­რო­პა­ში, ისე ჩრდი­ლო­ეთ­ში და ისე აზი­ა­ში, რომ­ლებ­საც უნ­დათ სუს­ტი, შიდა და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლო.

ეს ჩვენ­მა ხალ­ხმა, იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, ვი­საც პო­ლი­ტი­კა­ში უნდა ყოფ­ნა, უნდა გა­ი­გონ და აუ­ცი­ლე­ბე­ლია რომ მოხ­დეს შე­თან­ხმე­ბა. ამა­ში ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი. მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნი იმით გან­სხვავ­დე­ბა ცხო­ვე­ლის­გან რომ ერ­თმა­ნეთს მხო­ლოდ ძა­ლით და დარ­ტყმით არ უპი­რის­პირ­დე­ბა. ასეა. თუ ვართ კულ­ტუ­რუ­ლი, მო­აზ­როვ­ნე ხალ­ხი, უნდა გა­ვი­გოთ და ეს უნდა გა­ვა­კე­თოთ. მეტი არაფ­რის თქმა შე­მიძ­ლია, მე არც პო­ლი­ტი­კო­სი ვარ, არც პო­ლი­ტი­კა­ში ვყო­ფილ­ვარ რო­დის­მე და არც რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ა­ში. უბ­რა­ლოდ მიყ­ვარს ჩემი ქვე­ყა­ნა და მჯე­რა რომ გა­მო­სა­ვა­ლი ერთ რა­მე­შია - უნდა დას­ხდნენ და მო­ი­ლა­პა­რა­კონ.

სრულად წაკითხვა