WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შეძენა დღეიდან იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფორმების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ისე ონლაინ, ელექტრონული პლატფორმის – formebi.emis.ge-ის საშუალებით.

მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილი 83 რეალიზაციის პუნქტი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს.