„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება დათო ლიკლიკაძე.
როგორც ლიკლიკაძე წერს, პირდაპირ ეთერში ჟურნალისტის ცემა ყველა ზღვარს სცილდება.
„სასწრაფოდ დააკავეთ და სამაგალითოდ დასაჯეთ ეს გაუგებარი არსებები, რომლებიც თავს ესხმიან ადამიანებს.
პირდაპირ ეთერში ჟურნალისტის ცემა ყველა ზღვარს სცილდება.
ვგმობ ამ გაუგონარ ძალადობას რაც ბოლო დღეებია ქვეყანაში ხდება!“ – წერს დათო ლიკლიკაძე.