საქალაქო სასამართლომ „უცხოელი აგენტების“ კანონის წინააღმდეგ აქციის სამ მონაწილეს პატიმრობა შეუფარდა  

6 hours ago 5
Orkibelashvili, Meparishvili, Bubuteishvili , Source: Mtavari TV

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 იანვარს პატიმრობა შეუფარდა რამდენიმე პირს, რომლებიც „უცხოელი აგენტების“ შესახებ სადავო კანონის წინააღმდეგ. 2024 წლის მაისის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს 10 თვით მოუწევთ ციხეში დარჩენა, ხოლო ფრიდონ ბუბუტეიშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნათია გუდაძემ ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი 14 მაისის აქციის დროს პარლამენტის შესასვლელთან რკინის ჯებირის დაზიანებაში ცნო დამნაშავედ. მათ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, თუმცა საპროცესო შეთანხმებისა და ამნისტიის შედეგად პატიმრობის ვადა 10 თვემდე შემცირდა. ოკრიბელაშვილს და მეფარიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით წაუყენეს, რაც ჯგუფურად საკუთრების დაზიანებას გულისხმობს, რის შედეგადაც 400 ლარის ღირებულების ჯებირი დაზიანდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ ცალკე განჩინებით 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილი დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბუბუტეიშვილი, რომელიც მაშინ 19 წლის იყო, 2024 წლის 9 მაისს საპროტესტო აქციაზე დააკავეს პარლამენტის ჭიშკრის 500 ლარიანი რკინის დეკორაციის დაზიანებისა და მეხანძრესთვის ქვის სროლის ბრალდებით, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს მხარი დაუზიანდა.

ბუბუტეიშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წარუდგინეს: 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ერთიდან ხუთ წლამდე) და 353-ე პრიმა მუხლით, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას ეხება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა