სომხეთ-რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობების დაძაბულობის ფონზე, მოსკოვმა სომხეთიდან მათ შორის ყვავილების იმპორტი აკრძალა. მოგვიანებით, სომხეთში განაცხადეს, რომ სომხეთიდან ყვავილების ექსპორტისთვის ალტერნატიული ბაზრები გამოჩნდა, მათ შორის ევროპის ქვეყნებში.