საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს:

“ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ და ხმამაღლა აფიქსირებენ თავიანთ სურვილს გახდნენ ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრები.
მათი ხმა გაგონილ უნდა იქნეს. მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული. ” ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.