საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში გაემგზავრა

2 weeks ago 10

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში გაემგზავრა.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სხვა დეტალები პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტის შესახებ უცნობია. უცნობია ისიც, ვისთან გეგმავს პრეზიდენტი შეხვედრებს.

7 დეკემბერს, გამთენიისას, სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელით გამოეხმაურა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპული აქციების სამართალდამცავების მიერ დაშლის ფაქტს და დაწერა: „გუშინ დაისვენეს, დღეს გაიღიმა კობახიძემ და საღამოს ტერორი მოაწყვეს!!!

აქციების მეცხრე ღამეს საპოლიციო ძალებმა კვლავ ძველ ხერხს მიმართეს. თუკი მეშვიდე და მერვე ღამეს, რუსთაველის გამზირზე არ გამოჩენილა სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა, მეცხრე ღამეს, დემონსტრანტების დასაშლელად ისევ გამოიყვანეს განსაკუთრებული დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წყლის ჭავლის მანქანა და ცრემლდმდენი აირი.

6-7 დეკემბრის ღამეს სამართალდამცავებმა დააკავეს 48 პირი.

სრულად წაკითხვა