გორში ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას იმის თაობაზე, რომ “ჩვენ ვიპოვით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვუხადოთ ჩვენს ოს დებსა და ძმებს” 2008 წლის ომის გამო, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე ეხმიანება და “ფეისბუქზე’ წერს:

”გმირი გიორგი ანწუხელიძის შვილები – ლევან და ანა ანწუხელიძეები❤️

ქედს ვიხრი და მადლობას ვეუბნები მათ მამას‼️

საქართველოს საბოდიშო არაფერი აქვს!”, – წერს სოფო ჯაფარიძე. 

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ასევე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ოლიგაქრის განცხადებას “უპრეცენდენტო ღალატი” უწოდა.