ჩეჩენი მებრძოლი ხამზატ ჩიმაევი საქართველოშია. ის "ფეისბუქზე" კახი კალაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს და აწერს:
"საქართველო, მადლობა თბილი მიღებისთვის!".
როგორც ცნობილია, ხამზატ ჩიმაევი თბილისში გურამ ქუთათელაძესთან ერთად ჩამოვიდა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ საჩუქრად მისი ხელმოწერილი მაისური გადასცა.
"საქართველოს გაუმარჯოს" - ამბობს ჩეჩენი ჩემპიონი.