სენაკში ქმარმა 46 წლის ცოლი სასიკვდილოდ დაჭრა

2 weeks ago 10

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, კაცმა ქალს ჭრილობები ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილას მიაყენა. რის სედეგადაც ქალი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

ქალთა მიმართ ძალადობა გენდერული ნიშნით - ეს არის ქალის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობა იმის გამო, რომ ის ქალია.

2024 წლის პირველ რვა თვეში, საქართველოში რვა ქალი მოკლეს. 2024 წლის პირველ ექვს თვეში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე 4500-მდე შემაკავებელი ორდერი გამოსცა. ამავე პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ოჯახში ძალადობის 5472 შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის ფიზიკური ძალადობის 1243 და ფსიქოლოგიური ძალადობის 4081 შემთხვევა.

*თუ ხართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის შესახებ, დარეკეთ ნომერზე 112 ან 116 006.

სრულად წაკითხვა