სიგარეტი 20 თეთრით, აიქოსი კი 15 თეთრით გაძვირდება – რას ამბობს მამუკა მდინარაძე

1 week ago 11

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, სიგარეტის შემთხვევაში აქციზის, ხოლო სათამაშო ბიზნესის შემთხვევაში, მოგების გადასახადი გაიზრდება. – ამბობს მამუკა მდინარაძე.

„მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგადასახადო კოდექსში შევიდეს ცვლილება, სიგარეტისა და აიქოსის შემთხვევაში გაძვირდეს აქციზის გადასახადი, რაც აიქოსის შემთხვევაში იქნება 15 თეთრის, ხოლო 20 თეთრის ოდენობის იქნება სიგარეტის შემთხვევაში.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თამაშების ორგანიზატორებზე მოგების გადასახადი იზრდება 5%-ით. როგორიც მოგებასთან დაკავშირებით ბანკებს აქვთ საგადასახადო რეგულაცია იგივე ექნება სათამაშო ბიზნესთან, ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით.

ესტონური მოდელის მიხედვით, ეს ბიზნესი ასეთი გადასახადისგან გათავისუფლებული იყო. უნდა შემცირდეს გარკვეულ რისკები, განსაკუთრებით ახალგაზრდობასთან მიმართებით. სხვა სახის გადაწყვეტამ ისეთი შედეგი არ მოგვცა, რომელსაც ჩვენ ველოდით. ასევე საბიუჯეტო სახსრების მოზიდვის თვალსაზრისით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა“

სრულად წაკითხვა