სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმის” წარმომადგენელი, არასამთავრობო ორგანიზაცია “კანონის უზენაესობის ცენტრის” დირექტორი ლონდა თოლორაია “ქართული ოცნების” მიერ საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“რადგან საჯარო მოხელეებს მარტივი რეორგანიზაციის “კანონით” ემუქრება ხელისუფლება, ეს ნიშნავს იმას რომ ცუდად აქვთ საქმე საჯარო სამსახურში.
სიკვდილით დასჯაც რომ დააბრუნოთ? უფრო შეგვეშინდება“ – წერს ლონდა თოლორაია.
“საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში შევა ცვლილება, რომლითაც რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება“, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უზრუნველყოფს საჯარო სექტორის გაჯანსაღებას.
“საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში შევა ცვლილება, რომლითაც რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება. ეს გადაწყვეტა უზრუნველყოფს საჯარო სექტორის გაჯანსაღებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.