თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის მტკიცებით, აქციაზე მყოფ „გარკვეულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნები ჰქონდათ“.
„ყველამ დავინახეთ – გარკვეულ პირებს ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნები. აუცილებლად მოხდება იდენტიფიკაცია იმ მოძალადეებისა, რომლებიც პოლიციაზე ძალადობენ. მათ შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ვაფრთხილებ მათ, რომ არც ისე ცოტა სასჯელია“, – ამბობს იგი.
სპეცრაზმმა და ძალოვნებმა დღეს, 2 დეკემბერს, უკვე მეხუთედ დაარბიეს მომიტინგეები.