წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში ცეცხლი გაუჩნდა ეკალ-ბარდებს.
ლეჯოლოხეს უბანში ცეცხლი დაახლოებით 2 ჰექტარზეა გავრცელებული.
როგორც “თაიმერთან” წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია აცხადებს, ადგილზე მუშაობს ორი სახანძრო ბრიგადა და ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის პროცესი უკვე დასრულებულია. ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობდა.
ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ იყო, – აცხადებს ბელქანია