სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს კომპენსაციის გადახდა დააკისრა აფხაზეთიდან დევნილებისთვის

5 days ago 9

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ტაგანოვა და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ რუსეთს კომპენსაციის გადახდა დააკისრა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ქონების მფლობელებისადმი, რომლებმაც იძულებით დატოვეს საცხოვრებელი და ვერ სარგებლობენ ქონებით 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტამდე პერიოდიდან.

ადამიანი უფლებათა ევროპულმა სასამართლო დაადგინა, რომ ექვსიდან ხუთი განმცხადებლის მიმართ ადგილი ჰქონდა პირველი მუხლის პირველი პროტოკოლის (საკუთრების უფლების) და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის (საკუთრების და საოჯახო ცხოვრების უფლების) დარღვევას.

სასამართლომ გაიმეორა, რომ აფხაზეთი წარმოადგენს ტერიტორიას, რომელზე ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებდა რუსეთი. სასამართლოდ დაადგინა, რომ განმცხადებლებს ჰქონდათ სახლები აფხაზეთში, თუმცა მათ აქ გააჩნდათ ეფექტური შიდა საშუალებები უფლებების დასაცავად არც საქართველოში არც რუსეთში, რათა ესარგებლათ საკუთრებით.

„სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში რუსეთი აღიარა საკუთრებასთან დაკავშირებით განგრძობად დარღვევებზე პასუხისმგებლად“.

მომჩივნებს შორის ორი გალინა ალექსეევნა ტაგანოვა და ტარიელ აპოლონოვიჩ ესართია რუსეთის მოქალაქეა. ოთხი კი - ქეთევან მეხუზლა, ქსენია სანაია, სულიკო დვალი და მარინა გოგია - საქართველოს მოქალაქეები.

„ქალბატონი გოგია ქალბატონი დვალის ქალიშვილია. ბატონი ესართია, ქალბატონი მეხუზლა, ქალბატონი სანაია და ქალბატონი დვალი სასამართლოში განაცხადის შეტანიდან რამდენიმე ხნის შემდეგ გარდაიცვალნენ“ მათი განაცხადი დაუკმაყოფილდათ მემკვიდრეებს.

1992 წელს დაწყებული საომარი მოქმედებების გამო, განმცხადებელთა უმრავლესობა აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გაიქცა და ვეღარ შეძლო იქ დაბრუნება, წერია სასამართლოს პრესრელიზში, რომელიც ნათქვამია, რომ ყველა მათგანს აქვს სახლი აფხაზეთში რომელიც ვერც მონახულება და ვერც ისარგებლა.

სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველო განაგრძობდა საკმარის ძალისხმევას ტერიტორიაზე სახელმწიფო კონტროლის აღსადგენად, მათ შორის 2008 წელს მიღებული კანონით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელმაც გააუქმა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ქონებასთან დაკავშირებით დადებული ყველა გარიგება და დაამტკიცა ოკუპირებული ტერიტორიებზე საკუთრების უფლება.

სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა უნდა გადაიხადოს ბატონ ესართიას 25 ათასი ევრო მატერიალური და არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად. 35 ათასი ევრო მეხუზლას, სანაიას, დვალსა და გოგას მატერიალური და არამატერიალური ზიანისთვის. 18 ათასი ევრო ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრს დანახარჯების ასანაზღაურებლად.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი, ანრი ოხანაშვილის თანახმად "საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობა"

აღსანიშნავია, 2022 წლის მარტში რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო. 2022 წლის 16 სექტემბრიდან ის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარეს აღარ წარმოადგენს, თუმცა ევროპის საბჭო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთი ვალდებულია, აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე, რომელთა წარმოებაც 2022 წლის 16 სექტემბრამდეა დაწყებული. მოსკოვმა გასული წლის მარტში შეწყვიტა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება, ასევე მათი აღსრულების თაობაზე ანგარიშგება.

სრულად წაკითხვა