სუპერლიგის მე-11 ტური დღეს დასრულდა. მატჩი თბილისის “რაშსა” და “ივერიონს” შორის , რომელიც 29 დეკემბერს უნდა გამართულიყო, გორის გუნდის მენეჯერის, გიორგი დარბაიძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო გადაიდო. აღნიშნული შეხვედრა დღეს ჩატარდა და ტურიც, მასთან ერთად პირველი წრეც ოფიციალურად დასრულდა.
გამომდინარე იქიდან, რომ ყველა მატჩი არ იყო გამართული, მე-11 ტურის სიმბოლური ხუთეული და საუკეთესო მოთამაშე არ გამოვლენილა. დღევანდელი მატჩის შემდეგ კი ყველაფერი გაირკვა – პირველი წრის ბოლო ტურის საუკეთესოები გახდნენ:
სიმბოლური ხუთეული ასე გამოიყურება:
უკანახაზელები: გიორგი ცინცაძე (თსუ), ელაია ჯოინერი (ქუთაისი)
ფორვარდები: შამარ რაითი (კსუ), გიორგი კორსანტია (ქუთაისი)
ცენტრი: ქსავიერ ჰილ-მეისი(ვსა)
შეგახსენებთ, რომ საუკეთესო (სიმბოლური) ხუთეულში მოსახვედრად მნიშვნელობა არა აქვს გუნდმა წააგო თუ მოიგო – რომელ მოთამაშესაც სარგებლიანობის საუკეთესო ინდექსი ექნება, პოზიციების მიხედვით ისინი მოხვდებიან საუკეთესოთა ხუთეულში. რაც შეეხება MVP-ის, იგი ვერ გახდება წაგებული გუნდიდან. თუმცა მე-11 ტურის MVP-ის ყველანაირად გაუსაჩივრებელია: ქუთაისის მძიმე ფორვარდმა, გიორგი კორსანტიამ უშუალო კონკურენტ თსუ-სთან მატჩში 34 ქულა, 14 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა, მისმა გუნდმა კი სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერი დაამარცხა.
შეგახსენებთ მიმდინარე სეზონის თვის ყველა MVP-ის ვინაობას:
ოქტომბერი: ალექსანდრე ფევაძე (თსუ)
ნოემბერი: მალიკ მარტინი (მარგვეთი)
დეკემბერი: გიორგი კორსანტია (ქუთაისი)
სუპერლიგაში ახლა შესვენებაა. ჩემპიონატი მეორე წრიდან 31 იანვარს გაგრძელდება.
gbf.ge