ტარიელ ხარხელაურის მიმართვა

3 weeks ago 40

პოეტი ტარიელ ხარხელაური თავის ერთგულ მკითხველს და სრულიად საქართველოს მთავარ სათქმელს ლექსად უზიარებს და საჯაროდ მიმართავს:

“სისხლო, ომია, ომი…
ქართველი ებრძვის ქართველს…
აი, ესაა, ვიცი,
თავლაფდამსხმელი საქმე.
რამ დაგვიდამბლა გონი,
ამ ომს რა სახელს ვარქმევთ,
როგორ ჩავუტანთ ამბავს
იქ წინაპართა სულებს.
ვის მოუვიდა აზრად,
ვის დაესიზმრა სულელს,
არ დაგვიჯდება კარგად,
არ მიგვიღებენ სულეთს.
ან რანაირად ვზიდო,
ცოდვა მოკლული მოძმის,
ვოი, სირცხვილო დიდო,
ვაი, ეშმაკი გვმოძღვრავს…
ვო, საწუთროო ფლიდო,
რა ვერ გაგვიყავ ორ ძმას.
სამზეოს როგორ გავცვდე,
როგორ გავლიო დღენი,
როგორ მოვუყვე კაცებს
საქმე – “საგმირო” ჩვენი.
მე თუ ძმის ხელი დამცემს,
ტყვია წამაქცევს ცხელი,
არ მიმაბაროთ მიწას,
მზემ მწვას, მათრიოს ორბმა,
ზოგჯერ რა მწარედ იცი,
სულო ქართულო, ბორგვნა;
არა, არ მილევს სირცხვილს
ჩემი უკვდავი მოდგმა.”

სრულად წაკითხვა