ახალ დროებას – ახალი წესები შემოაქვს ადამიანურ ყოფაში…

1 day ago 5

✅ და იმისთვის, რომ ფეხი ავუწყოთ ცხოვრებას და შევძლოთ ნორმალური ურთიერთობები, ყოფა და ამასთან- წარმატების მიღწევა, ჩვენ მჭიდრო კავშირი უნდა გვყონდეს საკუთარ თავთან…

✅ კარგად უნდა ვიცნობდეთ საკუთარი პერსონის ფსიქოლოგიურ პორტრეტს, ჩვენს განდევნილ გრძნობებს, ჩრდილებს და ზოგადად, სასურველია, ასე თუ ისე ვერკვეოდეთ ელემენტარულ ფსიქოლოგიურ მიდგომებში.

✅ ჩვენი ემოციების, გრძნობების, ქმედებებისა და მოტივების- ფარული ფსიქოლოგიური მხარეების ცოდნა და მათთვის თვალის გასწორება- ესაა უდიდესი ნაბიჯი წინ, საკუთარი თავის შეცნობის გზაზე.

რადგან, როდესაც ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს ბნელ და განდევნილ მხარეებს, ისინი თითქოს მზის შუქზე გამოდიან, იშიფრებიან და ისეთი ტოქსიკურები აღარ არიან, როგორებიც გაუცნობიერებელ მდგომარეობაში.

✅ ამჯერად გთავაზობთ ალექს დავიდოვის კლასიფიკაციას, სადაც მოკლედ და გასაგებადაა ჩამოთვლილი- რა იმალება, ერთი შეხედვით, მარტივად ასახსნელი ფსიქოლოგიური მომენტების უკან.

✅იქ, სადაც მრისხანებაა, შიგნით- ძლიერი ტკივილი იმალება…

ძლიერი ტკივილის უკან კი იმალება წარსულის რთულად გადასატანი მოვლენები, რომლებმაც მძაფრი გავლენა იქონია ადამიანზე. ამიტომ ის იწყებს სხვებისთვის ტკივილის მიყენებას, რამენაირად რომ ჩააჩუმოს თავისი გაუცნობიერებელი ტანჯვა…

✅ იქ, სადაც აგრესიაა, შიგნით – ბევრი განდევნილი შიშებია.

აგრესიის უკან კი იმალება პატარა, შეშინებული და უმწეო ბავშვი. ის ცდილობს რამენაირად დაიცვას საკუთარი თავი, ამიტომ პირველი ესხმის თავს სხვას…

✅იქ, სადაც შიშებია, შიგნით – ბევრი განდევნილი და დათრგუნული სიბრაზეა.

მის უკან კი იმალება სტერეოტიპი, რომ სიბრაზის გამოხატვა არ შეიძლება… რომ გაბრაზება- ძალიან ცუდია…

✅იქ, სადაც ზედმეტი ფიქრები და ლოგიკააა, შიგნით – ბევრი გაყინული გრძნობაა.

და იქ, სადაც გაყინული გრძნობებია- იქ ბევრი ტკივილია, შიშია, დანაშაულის გრძნობა, სირცხვილი და წყენებია…

✅იქ, სადაც ბევრი მოქმედებაა, შიგნით – უამრავი შფოთი და შიშებია.

რადგან ადამიანი ცდილობს გაექცეს საკუთარი გრნობებისთვის თვალის გასწორებას. ამიტომ მირბის მოქმედებაში. გაჩერებასთან ერთად კი დგება- სიცარიელე…

✅იქ, სადაც ბევრი წესებია, შიგნით – საკუთარი გრძნობებისადმი მკვეთრად გამოხატული უნდობლობაა. გრძნობებისა და ემოციებისადმი უნდობლობის უკან კი იმალება- საკუთარ თავთან კონტაქტის არ ქონა და დაკარგულობის შეგრძნება…

✅იქ, სადაც მუდმივად ეძებენ ავტორიტეტებს, შიგნით- უარყოფის დიიდი გამოცდილებაა.

და როდესაც უარყოფისა და ზურგის შექცევის დიდი გამოცილება აქვს, ადამიანი ყველგან ცდილობს იპოვოს დასტური და აღიარება…

✅ იქ, სადაც ბევრს საუბრობენ სხვაზე, შიგნით- საკუთარ თავზე ფოკუსირების პრობლემაა.

როდესაც ძნელია საკუთარ პერსონაზე კონცენტრაცია, ე.ი.- შიგნით ზედმეტად დიდი სირცხვილის გრძნობაა…

✅ იქ, სადაც მიღწევებისადმი გადამეტებული სწრაფვაა, შიგნით – მომავალზე შფოთვა და ნერვიულობაა.

იქ, სადაც მომავალზე ძალიან ნერვიულობენ, შიგნით- კონცენტრირდებიან წარსულზე და უარყოფენ აწმყოს…

✅ იქ, სადაც გულგრილობის ნიღაბს ატარებენ, შიგნით- ბევრი იმედგაცრუებაა.

მის მიღმა კი იმალება, სითბოსა და სიახლოვის უზარმაზარი სურვილი…

 იქ, სადაც ბევრი სექსია, შიგნით- სიახლოვის შიშია.

✅ იქ, სადაც კონტაქტებს გაურბიან, შიგნით- საკუთარ თავთან კონფლიქტი და ღრმა ზეწოლაა…

✅ იქ, სადაც ბევრი კრიტიკაა, შიგნით- ცხოვრობს უდიდესი სურვილი, შეცვალონ სამყარო.

სამყაროს შეცვლის სურვილის უკან კი იმალება- მიუღებლობა… ამ ცხოვრებაში საკუთარი ადგილის პოვნის პრობლემა…

🙏

მოამზადა დაჯი მამულაშვილმა, ასტრო-ფსიქოლოგი ❤

სრულად წაკითხვა