ტაძარში მივარდნები სახიფათოდ მიმაჩნია. ეს დააპირისპირებს ერს. ეს არც ღვთის გზაა - გოგა ჩანადირი

1 week ago 3

ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძართან, სასულიერო პირებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

თუ ვინმეს მტკიცედ უნდა ევროპა, ერთ-ერთი მსურველი მე ვარ.
თუ ვინმეს უნდა ევროკავშირთან სრული ინტეგრაცია, ერთ-ერთი მე ვარ.
თუ ვინმეს უნდა მყარად ამოიძირკვოს იმპერიული რუსეთი საქართველოდან, ერთ-ერთი მე ვარ და 2006 წლიდან რუსულ ნაწარმსაც აღარ ვყიდულობ და ხშირად მოვუწოდებ იმავეს გაკეთებისგან ხალხს.
თუ ვინმე გააბრაზა კობახიძის განცხადებამ, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებას აჩერებს 2028 წლამდე, მეც ვარ მათ შორის.

თუ ვინმე აღშფოთდა სისტემის მიერ კანონის სახელით გახორციელებული რეპრესიების, თუ ვინმე ითხოვს მოძალადეების დასჯას, ერთ-ერთი მე ვარ.
მაგრამ არ ვარ ის ერთ-ერთი, ვინც ტაძარში მივარდება და თავს ესხმის მღვდლებს, მაგალითად, მამა შალვა კეკელიას.
ეს არის ძალიან საშიში საქციელი ღვთის და ხალხის წინაშე და არაფერი აქვს საერთო იმ პროტესტთან, იმ ევროპულ მომავალთან, რის გამოც ამდენი გულანთებული ადამიანი 15 დღეა ქუჩაში დგას.
თუ რამე არ მოგვწონს, გაბრაზება და წყენა უნდა გამოვხატოთ, ყველაფერი უპირობოდ არ უნდა მივიღოთ, ბოდიშიც მოვითხოვოთ და მოვიხადოთ კიდეც, მაგრამ ტაძარში მივარდნები სახიფათოდ მიმაჩნია. ეს დააპირისპირებს ერს. ეს არც ღვთის გზაა - წერს ჩანადირი.

წყარო: ​tia.ge​​​

სრულად წაკითხვა