„ტრადიციული ფასეულობების დაცვა სუვერენიტეტის განმტიცების პირობაა“ — პუტინი

7 months ago 11

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თქმით, „ტრადიციული სულიერი და მორალური ფასეულობების შენარჩუნება და დაცვა სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცების უმნიშვნელოვანესი პირობაა“.

ეს განცხადება პუტინმა უსაფრთხოების საკითხების კურატორების XII საერთაშორისო შეხვედრაზე, ვიდეომიმართვაში გააკეთა.

„როგორც ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, თანმიმდევრულად და დამოუკიდებლად ვითარდებიან ის ქვეყნები, რომლებიც აფასებენ თავიანთი ხალხების ეროვნულ იდენტობასა და ორიგინალურობას, პატივს სცემენ წინაპრების ხსოვნას და ამავე დროს პატივს სცემენ სხვა კულტურებსა და ტრადიციებს“,  — განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ეს მიდგომა განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც „ყალიბდება მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგი და ძალთა გლობალური ბალანსი თანდათან იცვლება მსოფლიო უმრავლესობის სასარგებლოდ“ და მყარდება „განვითარების ახალი ცენტრები“.

მან თქვა, რომ რუსეთი მზად არის მჭიდრო თანამშრომლობისთვის გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ახალი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ფორმირებისთვის, რომელიც „აკმაყოფილებს ქვეყნების უმრავლესობის ინტერესებს“.

ბოლო წლებია, „ტრადიციების“ დაცვის საბაბით პუტინის რეჟიმმა არაერთი რეპრესიული კანონი მიიღო, რითაც რუსეთში ზღუდავენ ადამიანის უფლებებს და დევნიან ადამიანებს სხვადასხვა ნიშნით.

სრულად წაკითხვა