WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოახლოებულ შუალედურ არჩევნებში დემოკრატიული პარტიის გამარჯვების შემთხვევაში კონგრესში მის ყველა წინადადებას დაბლოკავს. ტრამპმა ტელეარხ Fox News-ის წამყვან მირანდა დევაინთან ინტერვიუში პირობა დადო, რომ „თუკი ეს მოხდება [დემოკრატების გამარჯვება - რ. თ.], მე „მისტერ ვეტო“ გავხდები“.

მან ასევე აღნიშნა, რომ მუდმივი ვეტოები დემოკრატიული პარტიის კონგრესმენებს პრეზიდენტთან „გარიგების დადებას“ აიძულებს.

აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. გამოკითხვის შედეგების თანახმად, რესპუბლიკური პარტია, რომლის წევრიც არის ტრამპი, დემოკრატებთან მარცხდება. დემოკრატებმა შესაძლოა წარმომადგენლთა პალატაში მოიპოვონ მნიშვნელოვანი უმრავლესობა და მცირე უპირატესობა სენატში - ამერიკის პარლამენტის ზედა პალატაში-

დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო რბოლაში აქტიურად მონაწილეობს, ამერიკის სხვადასხვა შტატს სტუმრობს და ამომრჩევლებს რესპუბლიკელებისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებს. სექტემბერში ის თითოეულ ზრდასრულ ამერიკელს ხუთი ათასი დოლარის გადახდას დაჰპირდა იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ და ამ ინიციატივას „ტრამპის დივიდენდი“ უწოდა. ოქტომბრის შუა რიცხვებში ტრამპის გუნდმა სასამართლოს მიმართა და ალასკის შტატში არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვა იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებას დემოკრატიული პარტიის კანდიდატი მოიპოვებს. 1 ნოემბერს ფედერალურმა მოსამართლემ სარჩელი დაუკმაყოფილებლად დატოვა.