აშშ-ს პრეზიდენტის, ტრამპის ინაუგურაციაზე “ქართული ოცნების” მთავრობის არცერთი წარმომადგენელი არ მიიწვიეს. ეს ინფორმაციას “ნეტგაზეთს” “ოცნების” პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა დაუდასტურა.
ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ცერემონიაზე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა მიიწვია.