უბრალოდ, ლიმონი – სასარგებლო ინფორმაცია კანის მოვლისა და ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის

4 hours ago 3

ეს ციტრუსი დიდი ხნიდანაა ცნობილი თავისი სამკურნალო თვისებებით. ლიმონი არის ნატურალური საშუალება სხეულის ჰიგიენისთვის, აგრეთვე, ერთ-ერთი იმ მცირეოდენ საშუალებათაგან, რომლებიც იმუნურ სისტემას აძლიერებენ. ექიმი-დიეტოლოგები გვაცნობენ, თუ რა შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ „ლიმონის თერაპია“.

კანის მოვლა

ლიმონი დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, რაც კანს ელასტიკურობას ანიჭებს. ის პასუხს აგებს კოლაგენის – კანის ძირითადი სტრუქტურული ცილის – სინთეზზე ორგანიზმში, რაც ნიშნავს, რომ ლიმონის ჩართვით ყოველდღიურ რაციონში შეიძლება თავიდან აიცილოთ ნაადრევი ნაოჭების გაჩენა. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ C ვიტამინი ლიმონის კანში გაცილებით მეტია, ვიდრე წვენში.

ყელის დაავადებები

ლიმონის მჟავას ანტიბაქტერიული თვისებები ახასიათებს. ლიმონმჟავა ებრძვის ანთებით პროცესებს ყელში. ყოველთვის, როცა ყელი წამოგტკივდებათ, გამოიყენეთ ადვილად საშოვნელი და იაფი საშუალება – ლიმონის წვენი.

საჭმლის მონელების პრობლემები

ლიმონის წვენის ყოველდღიური მოხმარება საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას აუმჯობესებს და ხელს უშლის ყაბზობას. მიიღეთ დილით, უზმოზე, თბილ წყალში გახსნილი ლიმონის წვენი. ეს დაგეხმარებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საუკეთესოდ გაწმენდაში.

გულძმარვა

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ლიმონის წვენი ბუნებრივი ანტიდამჟანგავი (ანტიოქსიდანტი) და გამაგრილებელია, რადგან ლიმონმჟავას შეიცავს. მათ, ვინც გულძმარვით იტანჯება, თავის ყოველდღიურ რაციონში უნდა ჩართონ ლიმონი, რომლის ტუტე ბუნება მჟავიანობას ანეიტრალებს.

თირკმლის კენჭები

ლიმონის წვენს შეუძლია დაგვეხმაროს თირკმლის კენჭოვანი დაავადების დროსაც! მას შეუძლია დაშალოს ქვები, რომლებიც თირკმელებში კალციუმის სიჭარბის გამო ჩნდება.

მოკლედ, სცადეთ ამ საოცარი სინათლისფერი ნაყოფის ჩართვა ყოველდღიურ რაციონში და გაიხარეთ მიღწეული შედეგებით, თუმცა აუცილებლად უნდა გაგაფრთხილოთ ლიმონის უკუჩვენებებზეც:

  • ეს ციტრუსი ძლიერი ალერგენია, ამიტომ არ შეიძლება მისი მოხმარება იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ლიმონის ინდივიდუალური აუტანლობა აქვთ.
  • ამასთან, ლიმონში დიდი რაოდენობით მჟავას არსებობის გამო ამ ხილს შეუძლია კბილის ემალის დაზიანება და კანის დერმატიტის გამოწვევა.
  • შაქრის დიდი შემცველობის გამო მისი მიღება არ შეიძლება ე. წ. შაქრიანი დიაბეტისა და კუჭის წყლულის შემთხვევაში.
  • გარდა ამისა, მას შეუძლია გამოიწვიოს პანკრეასის ფუნქციონირების დარღვევა, ენტერიტისა და კოლიტის გამწვავება და მწვავე გასტროენტეროკოლიტი, რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს კი – გულძმარვა.

ლიმონის ყველა სასარგებლო თვისების მიუხედავად, ის ზომიერად უნდა მოიხმაროთ – ვიტამინების სიჭარბე ისეთივე მავნებელია, როგორც მათი დეფიციტი. ამიტომ ლიმონის მოხმარების დღიური დასაშვები რაოდენობა ექიმის რეკომენდაციით უნდა განსაზღვროთ თქვენი ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად.

თამარ ქავჟარაძე

დაკავშირებულ თემაზე: აღარასდროს გადაყრით ლიმონის კურკებს, ამას რომ გაიგებთ!

სამზარეულოში ზედაპირებზე ჩამჯდარ ცხიმის შხეფებს ამ მარტივი ნარევის საშუალებით იოლად მოაცილებთ

ლიმონს+მარილი საწოლთან – რა არის ამ „ჯადოქრობის“ საიდუმლო?

სრულად წაკითხვა