საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდ გიორგი მიქაუტაძეს ლიონში შესანიშნავი სერია აქვს!
ბოლო 4 შეხვედრაში მიქაუტაძემ 3 გოლის გატანა შეძლო (ანჟერი, პსჟ, ფინის-ონლოუ). გიორგიმ მხოლოდ აინტრახტს ვერ გაუტანა, ოღონდ სათქმელია, რომ ქართველმა მხოლოდ 10 წუთი ითამაშა.
ზოგადად, ნათამაშები წუთები რომ დავთვალოთ, გიორგის შედეგი უფრო შთამბეჭდავი გამოდის. აღნიშნული 3 გოლი მიქაუტაძემ მხოლოდ 111 წუთში გაიტანა!