უთამაშებლობამ თავისი ქნა - მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება შემცირდა

1 week ago 5

მიუხედავად მცირე სათამაშო დროისა, გიორგი მიქაუტაძე ნელ-ნელა ფორმაში შედის და შეიძლება ითქვას ლიონში საკუთარ ადგილს იმკვიდრებს.

ქართველმა შემტევმა ბოლო 3 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა, არადა მოედანზე ჯამურად სულ რაღაც 133 წუთი გაატარა.

სანამ ჟორჟი სათანადო ფორმაში შევიდოდა, იყო რთული პერიოდები, რამაც ქართველი შემტევის სატრანსფერო ღირებულებაზეც იმოქმედა.

ბოლო განახლების თანახმად, Transfermarkt-მა 24 წლის ფორვარდი 2 მილიონით გააიაფა და ახლა მისი ღირებულება 18 მილიონ ევროს შეადგენს.

სრულად წაკითხვა