“უკანონოდ მთხოვდნენ ყველაფერს..” – ნახეთ გიორგი გაბუნიამ დუმილი დაარღვია და სკანდალური განცხადება გააკეთა

1 week ago 4

მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, ზაზა ოქუაშვილი და მისი დანიშნული დირექტორი გოგი ქურდაძე, “მთავარ არხში” ნატო ჩხეიძის დასაქმებასა და მისთვის სოლიდური ხელფასის დანიშვნას ითხოვდნენ, რაზეც მათ უარი მიიღეს:
აშკარად ეს პარანოია აწუხებს, თან მძიმედ, რომ აქ რაღაცა ფული ტრიალებს და ეს ფული რაღაცნაირად უნდოდა თვითონ მიეღო. სულ ითხოვდა, რომ თქვენ ჩემი დავალიანება გაქვთ, გზადაგზა მთხოვდნენ ამ ფულს…ზაფხულში ნატო ჩხეიძის აქ დასაქმებას მთხოვდნენ, უკანონოდ. გოგი ქურდაძე სხვა საქმეების ნაცვლად, დაკავებული იყო იმით რომ მე და დიტო საძაგლიშვილს გვიმტკიცებდა რომ აქ აუცილებლად ნატო ჩხეიძე უნდა დაგვესაქმებინა ,

ფული უნდა გვეხადა, რაღაც თანამდებობებს იგონებდნენ. საერთოდ არ აპირებდა რა თქმა უნდა მუშაობას, უბრალოდ მაღალი ხელფასი უნდა მიეღო. ამაზე უარ მიიღეს, იმიტომ, რომ დეპუტატის აქ დასაქმება უკანონოა და მე ვუთხარი, რომ თანამშრომლებიც ძლივს იღებენ ხელფასს, რომელი ოქუაშვილის ყოფილი ცოლის დასაქმებაზე მელაპარაკებით, სრულიად გამორიცხულიათქო. კატეგორიული უარი რომ მიიღეს, შემდეგ იჯარა დაგვაკისრეს ასევე შანტაჟით, პატარა შენობაზე, რომელსაც ჩვენც ვიყენებთ და რომელიც მათია, რომელიც უნდა გადაფორმებულიყო ნატო ჩხეიძეზე და ასეც მოხდა. ეს შენობა გადაფორმებულია ახლა ნატო ჩხეიძეზე და ნატო ჩხეიძე ახლა მიგზავნის მოთხოვნებს, რომ გამიფორმე ხელახალი კონტრაქტი, უკვე ჩემია ეს შენობა და გადამიხადე ფული.” ამბობს გიორგი გაბუნია “ღამის მთავარის” ეთერში.

სრულად წაკითხვა