როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ამ კომპრომისზე პარტნიორების ზეწოლის შემთხვევაშიც არ წავა. მისივე თქმით, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები ყოველთვის უკრაინის იქნება იმ დრომდე, სანამ უკრაინა მათ არ დაიბრუნებს.
“ვისაც რა არ უნდა უნდოდეს. სულ რომ ყველა მოკავშირე გაერთიანდეს – ჩვენ არასდროს ვაღიარებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს. ეს შეუძლებელია. იურიდიულად მათ არ ვაღიარებთ. ჩვენთვის ეს ტერიტორიები ყოველთვის ოკუპირებულად დარჩება, სანამ იქ არ დავბრუნდებით”, – განაცხადა ზელენსკიმ.