უკრაინა განაახლებს შეტევებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. ეს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უთხრა გამოცემა Financial Times-ს.
უკრაინის პრეზიდენტთან ინტერვიუ 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა.
ზელენსკის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის მიერ ენერგეტიკული ზავის გამოცხადების შემდეგ უკრაინამ შეაჩერა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, რუსეთმა კი უკრაინის ენერგოობიექტებზე შეტევა გააგრძელა და ამ დროს უკრაინა დარჩა რუსული ბალისტიკური რაკეტების გამოშვების შესახებ ამერიკული მხარის წინასწარი მონაცემების გარეშე და შეფერხდა ამერიკული თანაგზავრული ინტერნეტის, Starlink-ის მუშაობა.
უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს არ იყო გამოწვეული ტექნიკური პრობლემებით.
radiotavisupleba ახალი ამბები