UFC 311-ზე მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი პირველად და წარმატებით დაიცვა. ქართველმა "მანქანამ" ოქტაგონზე უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა.
ბრძოლის შემდეგ ბევრმა ექსპერტმა თქვა, რომ პირველი 2 რაუნდი უმარი კარგად გამოიყურებოდა, თუმცა დარჩენილ 3 რაუნდში დვალიშვილმა უდიდესი უპირატესობა მოიპოვა და მეტოქეც დამსახურებულად დაამარცხა.
ამ ყოველივეს არ ეთანხმება ქვესაშუალო წონის ჩემპიონი, ბელალ მუჰამედი, რომელიც საპირისპიროს ამბობს. მისი აზრით, 3:2 უმარმა მოიგო და არა მერაბმა.